ახალი ამბები

მერაბიშვილმა ენმ-ის გენმდივნის პოსტი დატოვა

23 იანვარი, 2017 • 23297
მერაბიშვილმა ენმ-ის გენმდივნის პოსტი დატოვა

ვანო მერაბიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა. ენმ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი მერაბიშვილისა და ნიკა მელიას შეხვედრის შემდეგ, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში შედგა.

ენმ-ის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მერაბიშვილმა დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მას აღარ სურს გენერალური მდივნობა. დარჩება თუ არა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ენმ-ში, პარტიაში ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ და აცხადებენ, რომ ამის თაობაზე ის თვითნ აცნობებს საზოგადოებას.

ვანო მერაბიშვილი 2012 წლიდან იკავებს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი