ახალი ამბები

ხაშურის №3 უბანზე არჩევნები გელაშვილმა მოიგო

14 ოქტომბერი, 2012 • 1709
ხაშურის №3 უბანზე არჩევნები გელაშვილმა მოიგო

სხვა კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდა: 18 ხმა ერგო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, 3 ხმა – “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატს, 4 ხმა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატს, 1 ხმა – “ახალი მემარჯვენეების” კანდიდატს, 9 ბიულეტინი ჩაითვალა ბათილად.

 

ხაშურის №3 უბანზე 1 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები მას შემდეგ გაუქმდა, რაც იქ სპეცრაზმი შეიჭრა, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და საარჩევნო ყუთი გაიტაცა.

 

გუშინ, 13 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად ვალერი გელაშვილის მხრიდან ზეწოლა დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი