ახალი ამბები

მერაბიშვილი: ენმ–ის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა მე არ განმიცხადებია

20 იანვარი, 2017 • 3998
მერაბიშვილი: ენმ–ის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა მე არ განმიცხადებია

პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა მას არ განუცხადებია.

ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ ყრილობაზე ნუგზარ წიკლაურმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომელსაც ყრილობამ მხარი დაუჭირა და რომლის მიხედვით, ენმ-ს თავმჯდომარე არ ეყოლება, ვიდრე ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, მისი თქმით, პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება.

დღევანდელ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ ენმ–ის სამდივნოები უქმდება, თუმცა პარტიის ლიდერებმა და დელეგატებმა ვანო მერაბიშვილი გენმდივნის თანამდებობაზე დატოვეს. უფრო კონკრეტულად, ყრილობამ გადაწყვიტა, რომ პარტიის ყველა სამდივნო უნდა გაუქმდეს, გარდა გენერალური მდივნისა, რომლის თანამდებობაზეც დატოვეს მერაბიშვილი. ასევე ვაკანტური დარჩა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა, თუმცა ყრილობა პარტიის უპირობო ლიდერად მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს.

ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს, ხოლო მოადგილეებად- ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე. ენმ–ის პოლიტსაბჭოს წევრთა სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი