ახალი ამბები

ენმ–ის სამდივნოები გაუქმდა, თუმცა ვანო მერაბიშვილი გენმდივნის პოსტს ინარჩუნებს

20 იანვარი, 2017 • 1977
ენმ–ის სამდივნოები გაუქმდა, თუმცა ვანო მერაბიშვილი გენმდივნის პოსტს ინარჩუნებს

ენმ–ის 7000-დელეგატიანი ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიის წესდებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიზანია დებიუროკრატიზაცია. შედეგად, პარტიის სამდივნოები უქმდება, თუმცა ვანო მერაბიშვილი გენმდივნის თანამდებობას ინარჩუნებს.

ყრილობის გადაწყვეტილებით, უქმდება სამდივნოები და პარტია გადადის პროექტების დაფინანსების პრაქტიკაზე; ენმ–ში შედის კონკრეტული პროექტი და პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტს, დააფინანსოს თუ არა.

დღევანდელ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პოლიტსაბჭოს წევრობის გარდა პარტიული თანამდებობები არ იარსებებს, თუმცა პარტიის გენერალურ მდივნად რჩება ვანო მერაბიშვილი და მის ფუნქციებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითავსებს.

ენმ–ის პოლიტიკურ საბჭოს დღეს აირჩევენ, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება. პოლიტიკურ საბჭოში 40 ადგილი ექნება რეგიონებს, რომლებსაც რეგიონული კონფერენციები დააკონპლექტებენ პოლიტსაბჭოს შემდეგ. ენმ–ის ყრილობამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას – “მეტი ქალი პოლიტიკაში”. ენმ–ის ლიდერების განცხადებით, არჩევნებზე მისი სიის ყოველ ათეულში მინიმუმ 3 ქალი იქნება.

ენმ–ის 7000 დელეგატიანი ყრილობა სპორტის სასახლეში. 20.01.2017. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

ენმ–ის 7000 დელეგატიანი ყრილობა სპორტის სასახლეში. 20.01.2017. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი