ახალი ამბები

კომისიის წევრი ‘ნაცმოძრაობიდან’ უბნიდან გააძევეს

14 ოქტომბერი, 2012 • 1023
კომისიის  წევრი ‘ნაცმოძრაობიდან’ უბნიდან გააძევეს

უჩა დევდარიანი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,” ხაშურის მე-2 საარჩევნო უბნიდან იმის გამო გააძევეს, რომ მან უარი თქვა კომისიის წევრებისთვის გათვალისწინებული ფორმის ჩაცმაზე. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ ბესიკ გაჩეჩილაძემ განგვიცხადა. 

 

“დილით ვერ იპოვა ფორმა. როცა მოიძებნა, მერე უარი თქვა ჩაცმაზე და გავაძევეთ. წინააღმდეგობა არ გაუწევია. მშვიდად დატოვა აქაურობა  “-ამბობს თავმჯდომარე.

 

შეგახსენებთ, რომ ხაშურის #35 ოლქის 9 საარჩევნო უბანზე 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები რიგი დარღვევების გამო ბათილად გამოცხადდა და ცესკომ განმეორებითი არჩევნები დღეს, 14 ოქტომბერს დანიშნა. 

 

ხაშურში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუმცა კომისიის წევრები უბნების დახურვის შემდეგ არ გამორიცხავენ რაიმე პროვოკაციას. 

 

“ისეთი ხმებით გავრცელდა, თითქოს 200 სპეცრაზმელი ჰყავთ ჩამოყვანილი. მაგრამ არა მგონია, ამჯერადაც რამე გაბედონ,”- ამბობს #9 უბნის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბოლოკაძე. 

 

ყველა საარჩევნო უბანთან ამ დროისთვის “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მცირე ჯგუფებია მობილიზებული. 

 

რაც შეეხება აქტივობას, როგორც კომისიის თავმჯდომარეები აცხადებენ, 1 ოქტომბერთან შედარებით ის განახევრებულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი