დღეს, 14 ოქტომბერს მაჟორიტარული სისტემით 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 11 საარჩევნო უბანზე ტარდება. ესენია:
№13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის – №5 საარჩევნო უბანი;
№32 გორის საარჩევნო ოლქის – №4 საარჩევნო უბანი;
№35 ხაშურის საარჩევნო ოლქი – №1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45 და №46 უბნები;
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 სთ-ის მონაცემებით, განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 12,9 %-მა მიიღო მონაწილეობა.
ამომრჩეველთა აქტივობა უბნების მიხედვით:
ოლქი | უბანი | ამომრჩეველთა | 12სთ | % |
სიღნაღი №13 | 5 | 863 | 294 | 34.1 |
გორი №32 | 4 | 1419 | 159 | 11.2 |
ხაშური №35 | 1 | 994 | 80 | 8.05 |
ხაშური №35 | 2 | 1276 | 133 | 10.4 |
ხაშური №35 | 3 | 1212 | 209 | 17.2 |
ხაშური №35 | 8 | 842 | 100 | 11.9 |
ხაშური №35 | 9 | 1061 | 129 | 12.2 |
ხაშური №35 | 10 | 967 | 121 | 12.5 |
ხაშური №35 | 13 | 1420 | 97 | 6.83 |
ხაშური №35 | 45 | 1079 | 110 | 10.2 |
ხაშური №35 | 46 | 963 | 134 | 13.9 |
სულ | 12096 | 1566 | 12.9 |