ახალი ამბები

გორის მე–4 საარჩევნო უბანთან ‘ოცნების’ აქტივისტები არიან შეკრებილნი

14 ოქტომბერი, 2012 • • 1229
გორის მე–4 საარჩევნო უბანთან ‘ოცნების’ აქტივისტები არიან შეკრებილნი

“დღევანდელი განწყობა არის გამარჯვების მოლოდინით სავსე. მართალია, ამ უბანზე განმეორებითი არჩევნები ტარდება, მაგრამ ხალხი მაინც აქტიურად მოდის და აფიქსირებს საკუთარ პოზიციას”, – განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” აქტივისტები საარჩევნო უბანთან იმიტომ იმყოფებიან, რომ არ განმეორდეს 1 ოქტომბრის ინციდენტი და დაიცვან საკუთარი ხმები. ვახტანგიშვილის თქმით, 1 ოქტომბერს სამართალდამცავებმა ბიულეტენები გაიტაცეს, რის გამოც ამ უბანზე არჩევნების შედეგები გაბათილდა.

 

ამომრჩევლები აღნიშნულ საარჩევნო უბანზე მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებს აძლევენ ხმას.  პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: მალხაზ ვახტანგიშვილი- “ქართული ოცნება”; გიორგი ტატიშვილი- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; ზურაბ როსებაშვილი-ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა;  იოსებ ბორცვაძე- “ახალი მემარჯვენეები”;  მალხაზ მამესწარაშვილი- ლეიბორისტული პარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი