თბილისში, სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა დაიწყო. მასში 6870 დელეგატი მონაწილეობს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს.
ყრილობაში ენმ-ის ლიდერებიდან ის წევრები მონაწილეობენ, რომლებიც პარტიაში არსებული დაპირისპირების შედეგად მიხეილ სააკაშვილთან ერთად დარჩნენ პარტიაში.
ყრილობა გახსნა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს: “თქვენ ხართ იდეის და იდეალების ერთგული”, – მიმართა მან ყრილობის მონაწილეებს. ყრილობას ესწრება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. წინასწარი ინფორმაციით, იგი პოლიტსაბჭოს წევრი გახდება, რომელსაც დღეს აირჩევენ.



![“დებიუროკრატიზაცია და განახლება” – ენმ-ის VII ყრილობა [ფოტო/ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2017/01/ენმ-ის-ყრილობა-VII.jpg)




