წარმოგიდგენთ 20 იანვარს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
11:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩთან საქართველოში, იანოშ ჰერმანთან. თბილისი, A კორპუსი, ოთახი N110
11:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან. თბილისი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული).
11:30 პარლამენტში გაზპრომთან დაკავშირებით გაიმართება ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავჯდომარის, სერგო რატიანის ბრიფინგი.
12:10 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრების ერთობლივი განცხადება პრესისთვის.
13:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება „EFFE Label 2017-2018 პროგრამის“ პრეზენტაცია, რომელსაც ქართული ფესტივალების წარომადგენლები დაესწრებიან. პროგრამის კოორდინატორები – ჰერტ ნესენი და ნაიმა დელაერი, ასევე, ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში – ლევან ხეთაგური მათ გააცნობენ ინფორმაციას, როგორც პროგრამის მნიშვნელობის, ასევე განაცხადების გაგზავნის წესის შესახებ.
14:00 სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართება.
14:00 „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ორი ახალი პროექტის −ონლაინმაღაზიისა და მაცნეს კლუბის − პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. მისამართი: ვაჟა ფშაველას 1, ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზი.
14:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).
15:30 საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პარტიოტების“ წევრების შეხვედრა ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან. თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310).
16:00 ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე შექმნილი კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, მე-3 სართული.
16:30 საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების შეხვედრა ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან.
17:30 ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანს შეხვდებიან.