ახალი ამბები

ზაზა ფაჩულია NBA All STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა

20 იანვარი, 2017 • 3061
ზაზა ფაჩულია NBA All STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა

NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის (All Star) სასტარტო ხუთეულში ზაზა ფაჩულია ვერ მოხვდა. საბოლოო რეიტინგი, სადაც ყველა კომპონენტი – ფანების ხმები, კალათბურთელებისა და მედიის ხმები არის გათვალისწინებული, NBA-იმ დღეს გამოაქვყენა.

#NBAVote-ის საბოლოო შედეგების თანახმად, ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებისგან, ჯამში, 1,528,941 ხმა მიიღო. ხმათა ამ რაოდენობით იგი დასავლეთის ფორვარდთა შორის მეორე ადგილზე იყო, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა მედიის და კალათბურთელების ხმები.

სათადარიგო მოთამაშეებს მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ.

ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულები შემდეგია:

აღმოსავლეთ კონფერენცია: ლებრონ ჯეიმსი, იანის ანტეტოკუნმპო, კარი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთ კონფერენცია: სტეფან ქარი, ენტონი დევისი, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, კავაი ლეონარდი.

ხმის მიცემის პროცესი 16 იანვარს დასრულდა. NBA-ის საკალათბურთო ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი თებერვალში გაიმართება.

სულ აირჩევა 5 მოთამაშე თითო კონფერენციიდან (აღმოსავლეთი და დასავლეთი)- 3 ფორვარდი და ორი მცველი. წელს პირველად, გარდა ფანებისა, ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელების შერჩევის პროცესში მედია და NBA-ის მოქმედი კალათბურთლებიც მონაწილეობენ. შესაბამისად, გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში ასევე მნიშნელოვანი იქნება ის, თუ ვის მისცემენ ჟურნალისტები და კალათბურთელები ხმას. კონკურსზე ფანებს მხოლოდ 50%-იანი გავლენა აქვთ, მეორე 50%-ს კალათბურთელები და ჟურნალისტები შეავსებენ. შემდეგ NBA ამ ყველაფერს დაითვლის და ასე გამოვლინდება All Star-ის მონაწილეთა ვინაობა.

All Star, იგივე ყველა ვარსკვლავის მატჩი არის მხოლოდ ერთი თამაში წლის განმავლობაში, რომელშიც NBA-ის ყველაზე პოპულარული ათლეტები მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი