ახალი ამბები

“გირჩმა” მთავრობას ეკონომიკის განვითარებისთვის სამაშველო რგოლი გაუგზავნა

19 იანვარი, 2017 • 4515
“გირჩმა” მთავრობას ეკონომიკის განვითარებისთვის სამაშველო რგოლი გაუგზავნა

პოლიტიკური ცენტრის,  “გირჩის” ლიდერმა  საქართველოს მთავრობას სამაშველო რგოლი გაუგზავნა. სამაშველო რგოლზე მითითებულია ის ოთხი ნაბიჯი, რომელიც ჯაფარიძის აზრით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაა საჭირო.

ჯაფარიძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. იგი ამბობს, რომ “გირჩმა” მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარების კონკრეტული ნაბიჯები არაერთხელ შესთავაზა, თუმცა ხელისუფლებამ საპირისპირო გზა აირჩია:

“ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც დგამს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობდით. ყველა ის რეფორმა, რასაც ახორციელებს მთავრობა, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ გაუარესდება ეკონომიკური მდგომარეობა,” – ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, თუ რგოლზე ასახულ რეცეპტს მთავრობა შეასრულებს, ქვეყნის ეკონომიკასაც ეშველება:

“ეს არის ლარიზაციის შემცირება და პირიქით, დოლარიზაცია. ანუ თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღება. მეორე – ეს არის პროვატიზაცია, ანუ სახელმწიფოს ხელში არსებული უამრავი ქონების განკერძოება და ჩართვა ეკონომიკურ აქტივობებში. მესამე – ეს არის ბიუროკრატიის და გადასახადების შემცირება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად, რომ ქვეყნის ეკონომიკაში დარჩეს მეტი ფული და მან მუშაობა დაიწყოს. ბოლოს, ეს არის კანაფის ლეგალიზაცია, თუ ჩვენ გვინდა 2017 წელსვე გვქონდეს ეკონომიკაში ზრდა,” – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი