Interviewsახალი ამბები

რომან გოცირიძე “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე იქნება

19 იანვარი, 2017 •
რომან გოცირიძე “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე იქნება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე იქნება. ამის შესახებ გოცირიძემ დღეს, 19 იანვარს “ნეტგაზეთს” დაუდასტურა.

პარლამენტარის თქმით, ხვალ, 20 იანვარს წარადგენენ ფრაქციის წევრების სიას, ხოლო 23 იანვარს ბიუროს სხდომაზე ახალ ფრაქციას დაარეგისტრირებენ.

გოცირიძის თქმით, ფრაქციის წევრები არიან სალომე სამადაშვილი, რომელიც თავმჯდომარის მოადგილე იქნება, ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, აზერ სულეიმანოვი და კობა ნაყოფია.

2016 წლის 12 იანვარს პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 59-მა ლიდერმა დატოვა. სიაში შესული ადამიანების ნაწილი ოფიციალურად ენმ-ის წევრი არ ყოფილა, თუმცა შესული იყო ენმ-ის 2016 წლის არჩევნების საპარლამენტო სიაში. სიაში არიან თბილისის საკრებულოს წევრები, პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები და პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი