ახალი ამბები

ანონსი – 19 იანვარი

18 იანვარი, 2017 • 3214
ანონსი – 19 იანვარი

წარმოგიდგენთ 19 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


11:00 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში რომან გოცირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.


11:30 საათზე, საინფორმაციო ,,პირველის” პრესკლუბში ადვოკატი ნონა ფილაური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თენგიზ ფურცელაძის მკვლელობაში ბრალდებული თენგის კაციას მიმართ გამოტანილი განაჩენი მოსამართლე დავით მგელაშვილის მიერ. ადვოკატის არგუმენტები “მიკერძოებულ სასამართლო პროცესთან” დაკავშირებით.  მისამართი: წერეთლის N116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: თამთა კალანდაძე – 595037722.


13:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრები “ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” (Westminster Foundation for Democracy) წარმომადგენლებს შეხვდებიან. მისამართი: თბილისი, პარლამენტის A კორპუსი, ოთახი N209.


13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: თბილისი, პარლამენტის A კორპუსი, ოთახი N207.


12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრები, მარიამ ჯაში და ბექა ოდიშარია ჰოსპისს მოინახულებენ. მისამართი: თბილისი, ორთაჭალის ქუჩა, V ჩიხი, სახლი N5.


20:00 საათისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე მივა, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიმართება ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა – ილია მეორე სამებაში 670 ბავშვს მონათლავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი