აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკოს 10 ოქტომბრის სხდომაზე მიიღეს.

14 ოქტომბერს შემდეგ საარჩევნო უბნებში დაინიშნა განმეორებითი კენჭისყრა, კერძოდ, №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის – №5; №32 გორის საარჩევნო ოლქის – №4;  №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის -№ 3, №8, №10, №45, №46.

განმეორებითი კენჭისყრის გამართვა დაევალა შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების იმავე შემადგენლობებს, გარდა ორი უბნისა -№13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის №5 უბანში კენჭისყრას გამართავს  იმავე ოლქის №31 საუბნო საარჩევნო კომისია, ხოლო  №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის №45 უბანში  – №7 საუბნო საარჩევნო კომისია.

შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მცირე უპირატესობით ლიდერობდა. 

გორის საარჩევნო ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტატიშვილმა 46.43% მიიღო, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების”   მაჟორიტარობის კანდიდატმა  მალხაზ ვახტანგაშვილმა – 47.15%.

სიღნაღის ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა 48.01% მიიღო, ხოლო  კოალიცია “ქართულმა ოცნების” წარმომადგენელმა გელა გელაშვილმა – 47.89%.

ხაშურის საარჩევნო ოლქში  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა სერგო ქიტიაშვილმა –  45.2%, ხოლო კოალიცია “ქართულმა ოცნების” წარმომადგენელმა ვალერი გელაშვილმა – 45.81%.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *