ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” ახალ თავმჯდომარეს თებერვალში პარტიის ყრილობაზე აირჩევენ

17 იანვარი, 2017 •
“თავისუფალი დემოკრატების” ახალ თავმჯდომარეს თებერვალში პარტიის ყრილობაზე აირჩევენ

“თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ყრილობა თებერვლის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა.

შალვა შავგულიძის თქმით, სწორედ ამ ყრილობაზე აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს. კითხვას, იქნება თუ არა ერთ-ერთი კანდიდატი, შავგულიძე ასე პასუხობს:

“ჯერ  ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. პარტიის წევრთა გარკვეული რაოდენობა წამოაყენებს რამდენიმე კანდიდატს. თებერვლის ბოლოს ვგეგმავთ ყრილობის გამართვას. ოპტიმალურ ვარიანტზე შევჯერდებით. კარგი მდგომარეობა არ არის პოლიტიკურ ძალებში, ჩვენმა პარტიამ დიდი დანაკლისი მიიღო, ბევრმა დატოვა და ჩვენი ამოცანაა, რომ სწორი გადაწყვეტილება  მივიღოთ და ისეთი კანდიდატი შევარჩიოთ, რომლის ირგვლივ პარტია გაერთიანდება და განვითარდება. ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, გადაწყვეტილი არ გვაქვს,” – აღნიშნავს შავგულიძე.

2016 წლის 10 ოქტომბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  გორში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს და პოლიტიკიდანაც დროებით მიდის.  ალასანიას შემდეგ “თავისუფალი დემოკრატები”  ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი