ახალი ამბები

მერაბიშვილის მთავრობა გადადგა

10 ოქტომბერი, 2012 •
მერაბიშვილის მთავრობა გადადგა
“საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დაკმაყოფილებულია საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე. ამავე განკარგულების საფუძველზე, მასვე დაეკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე.

 

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში წარედგინება”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ახალი მთავრობა სწორედ კოალიციამ უნდა დააკომპლექტოს. “ქართული ოცნების” პრემიერ–მინისტრობის კანდიდატია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მინისტრობის  ახალი კანდიდატები 8 ოქტომბერს წარადგინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი