ახალი ამბები

თბილისის საკრებულოში სააკაშვილისა და მასთან დაპირისპირებულ გუნდს თითო-თითო ფრაქცია ექნებათ

13 იანვარი, 2017 • 1293
თბილისის საკრებულოში სააკაშვილისა და მასთან დაპირისპირებულ გუნდს თითო-თითო ფრაქცია ექნებათ

თბილისის საკრებულოში მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაპირისპირებულ გუნდს თითო-თითო ფრაქცია ექნებათ.

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების განცხადებით, პარტია მათთან ერთად დატოვა ქალაქის საკრებულოს სამმა წევრმა, მამუკა ახვლედიანმა, თამაზ შოშიაშვილმა და დავით ავალიანმა. სწორედ ამ სამი დეპუტატით დაკომპლექტდება ფრაქცია. ხოლო, მიხეილ სააკაშვილის გუნდიდან ფრაქციას ირაკლი ნადირაძე, თემურ გრიგალაშვილი და მარინა დათუკიშვილი დააკომპლექტებენ. უცნობია, რომელ ჯგუფს შეუერთდება სევდია უგრეხელიძე.

12 იანვარს “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის მასშტაბით 59-მა პოლიტიკოსმა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი