ახალი ამბები

“არა გაზპრომს” – თბილისში მორიგი აქცია გაიმართება

11 იანვარი, 2017 • 3548
“არა გაზპრომს” – თბილისში მორიგი აქცია გაიმართება

18 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან “Defend Liberty” “გაზპრომთან განახლებული ხელშეკრულების პირობების გასაპროტესტებლად აქციას გამართავს.

აქციის მონაწილეების აზრით,  განახლებული ხელშეკრულება საქართველოს წამგებიან მდგომარეობაში აყენებს:

“არა გაზპრომს ! საქართველოს მთავრობა გაზპრომის მოთხოვნას თანხმდება – იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს ვერ შეძლო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის გამო, წელს დამდგარ ფაქტად გვასაღებენ.  შეთანხმებით, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა ყველაზე არასანდო პარტნიორისგან ფულადი სახით მიიღებს. ეს წამგებიან მდგომარეობაში გვაყენებს – არსებული ხელშეკრულება საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია. გავაგონოთ მთავრობას ჩვენი ხმა და არ მივცეთ საშუალება, დათანხმდეს საქართველოსთვის წამგებიან წინადადებას. თუ არ გინდა შენი ქვეყანა პუტინზე იყოს დამოკიდებული, მოდი კანცელარიასთან, 18 იანვარს, 20 საათზე” – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

განახლებულ კონტრაქტს აკრიტიკებს ოპოზიციაც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ხელშეკრულების განახლებული პირობები მთავრობის რუსული გავლენის ქვეშ მოქცევაზე მიუთითებს:

ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველო “გაზპრომთან” ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელშეკრულების მიხედვით საქართველო “გაზპრომისგან”  სომხეთში  ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. აქამდე საქართველო გატარებული გაზის 10%-ს იღებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი