“არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო საზოგადოების და “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადების მიუხედავად, საჯარო მოხელეებსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა კვლავ გრძელდება”, – აღნიშნულის შესახებ დღეს, 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა და გიორგი ღვინიაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, გრძელდება ზეწოლა და სატელეფონო მუქარები “ნაციონალების” მხარდამჭერებზე გურჯაანში. კერძოდ, ვინმე ჯონი ოსიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივიტს გიორგი მელიქიშვილს, თემურ გუნაშვილს, ალექსანდრე იმერლიშვილს, გოგიტა და ზურა შავკაციშვილებს დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით. ჭიაბერაშვილის მტკიცებით, ოსიაშვილი კვლავ აგრძელებს სატელეფონო მუქარას და “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს დაჭერით ემუქრება.
“ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, არ დაუშვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დისკრედიტაცია.