ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: საბანკო სექტორი მართვადი იყო [Video]

5 ოქტომბერი, 2012 • • 1012
ბიძინა ივანიშვილი: საბანკო სექტორი მართვადი იყო [Video]

“იცით, რომ ძალიან სენსიტიურია საბანკო სექტორი და არ დაგხვდებოდათ ისეთი, როგორიც დღეს არის, პოლიტიზირებული რომ ყოფილიყო. მე ყოველთვის ვიხსენებ ჩერჩილის ნათქვამს, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, ბანკები და ბანკირები რჩებიან,” – ეს განცხადება საბანკო ასოციციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამ ბიზნესმენების და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე განაცხადა.   

 

ბიძინა ივანიშვილი გვასალიას არ დაეთანხმა და “ქართუ ბანკის” მაგალითი განიხილა:

 

“როდესაც მე შემოვედი პოლიტიკაში, კანონი შემოიღეს და ამ კანონით ჰქონდათ ჩემი შეჩერების მცდელობა. შემოიღეს კანონი, რომელიც საბანკო სისტემას მთლიანად ანგრევდა. სახელმწიფოს ჰქონდა პირველი უფლება ქონებასთან და აღნიშნული კანონი უპრეცენდენტოა, ვერც ერთმა ბანკმა ვერ გაბედა ხმის ამოღება. მე როგორც  ვიცი, ყველა ბანკს შეუთანხმეს, რომ ეს კანონი მხოლოდ “ქართუ ბანკზე” იმუშავებს და არ გაბედოთ და ხმა არ ამოიღოთ და ბანკებიც დამორჩილდნენ.”

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ კანონით ვერც ერთი კომერციული ბანკი ვერ გადარჩებოდა:

 

“15 აპრილს იგივე კანონი შეცვალეს და პირვანდელი სახე დაუბრუნეს. ამასობაში კი 190 მილიონი ამოიღეს “ქართუ ბანკიდან”. სამჯერ მე შემითანხმა ნოდარ ჯავახიშვილმა და ჰქონდა ზარები და მცდელობა ყველა კომერციულ ბანკთან.  კომერციული ბანკების ასოციაცია არსებობს და თქვენ ბრძანდებით პრეზიდენტი და ვერც ერთმა ბანკმა ვერ გაბედა ბანკების შეკრებაზე მისვლა. ამას პოლიტიზება ჰქვია, აბა, რა ჰქვია? აბსოლუტურად მართვადი იყავით ყველანი.” 

 

დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან კომერციული ბანკებიდან თიბისი ბანკისა და პროკრედიტბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი