ახალი ამბები

მთავრობამ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები დაადგინა

5 ოქტომბერი, 2012 • 2126
მთავრობამ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები დაადგინა

თუმცა ამ განკარგულების გამოსვლამდე მცხეთის ლანდშაფტურ ზონაში, სადაც განაშენიანება კანონითაა აკრძალული, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოლიციის გამჭვირვალე და სხვა ნაგებობების მშენებლობის ნებართვა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ გასცა. სამინისტრომ აკრძალულ ზონაში მშენებლობა იმით გაამართლა, რომ საქმე “სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების” მშენებლობას ეხებოდა.

 

მცხეთაში ლანდშაფტურ ზონად 2006 წლიდან ჩამოყალიბდა იმ ძეგლების მიმდებარე ტერიტორია, რომლებსაც UNESCO იცავს. ამ ზონაში ყოველგვარი განაშენიანება აკრძალულია, თუმცა, ამის მიუხედავად, აღნიშნულ ზონაში საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა მაინც განახორციელა ისე, რომ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო შეცვლილი ლანდშაფტური ზონის საზღვრები, რომლის ნაწილისთვის მთავრობას უნდა მიენიჭებინა რეგულირების ზონის სტატუსი, სადაც განაშენიანება ნებადართულია. სწორედ ამიტომ, ყველა ის შენობა, რომელიც მცხეთის ლანდშაფტურ ზონაში აიგო, წარმოადგენდა უკანონო მშენებლობას.

 

მცხეთის ზონების ახალი საზღვრები მთავრობის ახალი განკარგულებით დგინდება.

რეაბილიტირებული მცხეთა
რეაბილიტირებული მცხეთა

მასალების გადაბეჭდვის წესი