ახალი ამბები

კლინტონი ტელეფონით სააკაშვილსაც ესაუბრა და ივანიშვილსაც

4 ოქტომბერი, 2012 •
კლინტონი ტელეფონით სააკაშვილსაც ესაუბრა და ივანიშვილსაც

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს საღამოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილსა და ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა:

 

“საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის საუბრის მთავარი თემა პოსტსაარჩევნო პერიოდს შეეხებოდა, კერძოდ კი იმ ზეწოლას, რომელიც დღესდღეობით საუბნო კომისიებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიაზე ხორციელდება.”  

 

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ცნობით კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა:

 

“ჰილარი კლინტონმა და ბიძინა ივანიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შემდგომ თანამშრომლობაზე. ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს მისი მისწრაფებისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა  აღნიშნა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი