ახალი ამბები

ბათუმს დღეს ახალი მერი ეყოლება

4 ოქტომბერი, 2012 •
ბათუმს დღეს ახალი მერი ეყოლება

დღეს, 12 საათზე, ბათუმის საკრებულო  ქალაქის მერის კანდიდატურას დაამტკიცებს.  მერის კანდიდატურა  ამ დროისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ ანანიძეა. 

 

 

სანამ ქალაქის მერი  რობერტ ჩხაიძე იყო, ჯემალ ანანიძეს  ვიცე-მერის  პოზიცია ეკავა. მანამდე კი ის  მერიაში   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურებს ხელმძღვანელობდა. ქალაქის  ყოფილმა მერმა რობერტ ჩხაიძემ თანამდებობა  იმ მიზნით დატოვა, რომ ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე  „ნაციონალური მოძრაობის”  პარტიული სიის პირველი ნომერი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. 

 

 

რობერტ ჩხაიძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდება, მაგარამ მას მაჟორიტარული ოლქის მანდატის დათმობა  მოუწია, რადგან ბათუმის ოლქში  კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა,  კაკო ძნელაძემ გაიმარჯვა. 

 

 

სავარაუდოდ, ჯემალ  ანანიძეს კანდიდატურის დამტკიცებას   პრობლემა არ შეექმნება, ვინაიდან   ბათუმის საკრებულოში   ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობაშია. 

 

ბათუმის ყოფილი მერი, რობერტ ჩხაიძე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბათუმის ყოფილი მერი, რობერტ ჩხაიძე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი