“ჩემი მეუღლე ნაცემი არ არის, თუმცა ძალიან გადაღლილია და არაფერზე საუბრობს. არც ის უთქვამს, თუ სად იმყოფებოდა 27 სექტემბრის შემდეგ”.
ოჯახს ეჭვი ჰქონდა, რომ სურმავა სამართალდამცავებს ჰყავდათ გატაცებული. მათ მისი გაუჩინარების ფაქტზე პოლიციასაც მიმართეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებდა სურმავას ადგილსამყოფების შესახებ და არც იმაზე, იძებნებოდა თუ არა ის მთელი ამ ხნის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე აუდიოჩანაწერი “ქართული ოცნების” ლიდერების შესახებ ბესო სურმავას სახელით 27–28 სექტემბერს გავრცელდა. ასევე გავრცელდა თავად ბესო სურმავას ვიდეოჩანაწერიც, რომელიც საუბრობს იმაზე, თუ რატომ გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერები და რა დავალება ჰქონდა მიღებული ბიძინა ივანიშვილისგან.
ბესო სურმავა ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვაში 10 წლის მანძილზე მუშაობდა. ბესო სურმავა 8 დღის განმავლობაში იყო გაუჩინარებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. სურმავას ოჯახი ეჭვობს, რომ ის სამართალდამცავებს ჰყავდათ დაკავებული, რადგან პოლიციაში განცახდების შეტანის მიუხედავად, მათთან საქმის არსის გასაცნობად გამომძიებელი არ მისულა.