ახალი ამბები

ცესკო: 19 საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლაა

4 ოქტომბერი, 2012 •
ცესკო: 19 საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლაა

”ჩვენ ამ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება. ასევე, ხორციელდება ძლიერი სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ზეწოლა თერჯოლის საარჩევნო კომისიაზეც და პრობლემები აქვთ მუშაობაში ამბროლაურის, ხაშურის, მარტვილის, ლაგოდეხის, მარნეულის,  სულ 19 საოლქო საარჩევნო კომისიას და არსებობს მათი საქმიანობის შეფერხების საშიშროება”, – განაცხადა ხარატიშვილმა.  

 

ცესკოს თავმჯდომარემ მოუწოდა საარჩევნო სუბიექტებსა და მათ აქტივისტებს, ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში, რამაც უნდა უზრუნველყოს საბოლოო შედეგების ფორმირება.

 

სადაო ოქლებში, ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” კანდიდატებს შორის ხმების პროცენტული მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

 

№26 თეთრიწყარო:

დავით ბეჟუაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 48.21%;

შალვა ხაჭაპურიძე, “ქართული ოცნება” – 46.22%.

 

№49 თერჯოლა:

კახა ბუცხრიკიძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 48.78%;

ზაალ გოგსაძე, “ქართული ოცნება” – 45.45%.

 

№13 სიღნაღი:

ლევან ბეჟაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 48.7%;

გელა გელაშვილი, “ქართული ოცნება” – 47.19%.

 

№44 ამბროლაური:

გოჩა ენუქიძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 48.08%;

დავით დარახველიძე, “ქართული ოცნება” – 46.62%.

 

№35 ხაშური:

სერგო ქიტიაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 46.62%;

ვალერი გელაშვილი, “ქართული ოცნება” – 44.4%.

 

№65 მარტვილი:

ნაული ჯანაშია, “ნაციონალური მოძრაობა” – 52.67%;

მურთაზ ხურცილავა, “ქართული ოცნება” – 38.58%.

 

№15 ლაგოდეხი:

გიორგი გოზალიაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 57.99%;

ელდარ კურტანიძე, “ქართული ოცნება” – 36.95%.

 

№22 მარნეული:

აზერ სულეიმანოვი, “ნაციონალური მოძრაობა” – 80.71%.

მახირ დარზიევი, “ქართული ოცნება” – 15.59%.

 

№12 გურჯაანი:

გიორგი ღვინიაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 51.28%;

მანანა ბერიკაშვილი, “ქართული ოცნება” – 43.6%.

 

№64 სენაკი:

გურამ მისაბიშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 58.53%;

მარიანე ოდიშარია, “ქართული ოცნება” – 34.96%.

 

№14 დედოფლისწყარო:

ზაზა კედელაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 49.67%;

ალექსანდრე თამაზაშვილი, “ქართული ოცნება” – 47.56%.

 

№80 ქედა:

იაშა შერვაშიძე, “ნაციონალური მოძრაობა” – 48.14%;

დავით ანანიძე, “ქართული ოცნება” – 44.43.

 

№16 ყვარელი:

მარიკა ვერულაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 50.15%;

დავით ქევხიშვილი, “ქართული ოცნება” – 46.08%.

 

№25 წალკა:

რევაზ შავლოხაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 69.36%;

აიკ მელტონიან. “ქართული ოცნება” – 21.18%.

 

№37 ახალციხე:

ვაჟა ჩიტაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 80.37%;

გურამ კუტალაძე, “ქართული ოცნება” – 18.03%.

 

№38 ადიგენი:

ზურაბ ჩილინგარაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 74.35%;

ბიძინა გუჯაბიძე, “ქართული ოცნება” – 25.65%.

 

№67 ზუგდიდი:

როლანდ ახალაია, “ნაციონალური მოძრაობა” – 57.32%;

ირაკლი ალასანია, “ქართული ოცნება” – 36.43%.

 

№23 ბოლნისი:

კობა ნაყოფია, “ნაციონალური მოძრაობა” – 67.89%;

დარეჯან ჩხეტიანი, “ქართული ოცნება” – 28.95%.

 

№21 გარადაბანი:

გიორგი ფეიქრიშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” – 57.04%;

მამუკა არეშიძე, “ქართული ოცნება” – 40.61%.

 

ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, ყველა საჩივარი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში კანონის შესაბამისად შევა, სამართლიანად იქნება განხილული.

მასალების გადაბეჭდვის წესი