10:00-დან 22:30-მდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით თბილისი მოლში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის “დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” გუნდები , რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქტები(ლეპტოპის სადგამი, ხის ჩანთები, ლოგიკურად სააზროვნო ფაზლები, აქსესუარები და სხვა).
11:00 „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე და ორგანიზაციის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, ბოლო დროს მოხის საჯარო სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წამომადგენლები შეხვედრას გეგმავენ სოფელ მოხის საჯარო სკოლის მოსაწვლეებსა და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
14.00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოცმუშაკებსა და სამინისტროს პარტნიორ ორგანიზაციებს დააჯილდოებს.
მისამართი-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-8 სართული, შეხვედრების ოთახი, წერეთლის 144,