ახალი ამბები

გია ბარამიძე მურმან დუმბაძეს ულოცავს

2 ოქტომბერი, 2012 •
გია ბარამიძე მურმან დუმბაძეს ულოცავს

 

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა და მის კონკურენტს, მურმან დუმბაძეს გამარჯვება მიულოცა. 

 

 „მინდა მივულოცო ჩემს კონკურენტებს ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვეს ჩვენი ხალხის უმრავლესობის ხმების მოპოვებით. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ხალხს და მათ არჩევანს.   დღეიდან ვართ ოპოზიციაში და, ბუნებრივია, ვაგრძელებთ ბრძოლას იმ მიზნებისა და იდეების განსახორციელებლად, რაც გვქონდა,“-  განაცხადა ბარამიძემ.   

 

კითხვაზე, იმ ფონზე, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“, მათივე თმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რეიტინგი ჰქონდა, რამ განაპირობა მსგავსი შედეგი, ბარამიძემ უპასუხა: 

 

 „გავლენა იქონია იმ ცილისმწამებლურმა და ბინძურმა კამპანიამ, რომელიც იქნა ნაწარმოები ჩვენ წინააღმდეგ. პირდაპირ ვთქვათ, შემონახული ჰქონდათ არჩევნებისთვის ის მასალები, პირდაპირ ვთქვათ, საზარელი სურათები,  რომელიც ნახა ჩვენმა საზოგადოებამ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი