ახალი ამბები

ახალაია – 64%, ალასანია – 30%

2 ოქტომბერი, 2012 •
ახალაია – 64%, ალასანია – 30%

ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში ხმის დათვლის პროცედურა დღის მეორე ნახევარში დასრულდა. დათვლილია 109 საარჩევნო უბნის მონაცემები.

 

ხუთი უბნის შედეგები შეიცავს ხარვეზებს.

 

– “მათზე რეაგირებას სარჩევნო კომისია უახლოეს დროში, დღესვე მოახდენს”, – აცხადებენ ზუგდიდის საარჩევნო საოლქო კომისიაში.

 

ცესკოს მონაცემების თანახმად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს პროცენტული მაჩვენებლით 51,58%, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნება” იღებს ხმების 40,47%–ს.

 

მაჟირიტარობის კანდიდატების შედეგები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

როლანდ ახალაია – 64,04%

ირაკლი ალასანია – 30,37%.

 

ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ ზუგდიდში 2,7% მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი