ბათუმის 104 უბნის შედეგების დათვლის შედეგად ბათუმის #79 ოლქში არჩევნები 65%-ით კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.
არჩევნებში მონაწილეობდა 80 328 ამომრჩეველი. ეს არის საერთო მონაწილეთა 59,73%.
პარლამეტის არჩევნებში პროპორციული სისტემით შედეგები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” – 51 148 ხმა, ეს არის ქალაქის ხმების 65%;
“ნაციონალური მოძრაობა” – 23 409 ხმა, ქალაქის ხმების 30%.
მაჟორიტარები: “ოცნების” კანდიდატი მურმან დუმბაძე –48 474 ხმა, “ნაციონალების” კანდიდატი გიორგი ბარამიძე– 24 182 ხმა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები:
ქართული ოცნება – 51 111 ხმა, 65%;
ნაციონალური მოძრაობა – 23 361 ხმა, 30%.
“ოცნების” კანდიდატი აკაკი ძნელაძე – 48 512 ხმა, “ნაციონალების” კანდიდატი რობერტ ჩხაიძე –23 800 ხმა.