ახალი ამბები

ახალციხესა და ახალქალაქში ‘ნაცმოძრაობა’ ლიდერობს

2 ოქტომბერი, 2012 •
ახალციხესა და ახალქალაქში ‘ნაცმოძრაობა’ ლიდერობს

სამცხე – ჯავახეთის 6 ოლქიდან ამ დროისთვის ცესკოს მხოლოდ 3 ოლქის მონაცემი აქვს. 

 

ბორჯომის ოლქის 30 უბნიდან დათვლილია მხოლოდ 1 უბნის მონაცემი. 

 

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა: “ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება” -61.48%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” – 33.61%;

 

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები კი ასე გამოიყურება: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” – მამუკა ხვედელიანი -39.55% და  “ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება” -გედევან ფოფხაძე – 55.74%; 

 

ახალციხის 37 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 3 უბნის მონაცემი. 

 

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა: ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება” -13.58%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” – 83.37%;

 

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები კი ასე გამოიყურება: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” – ვაჟა ჩიტაშვილი– 83.94 % და “ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება” -გურამ კუტალაძე –14.26%.  

 

ახალქალაქის 70 უბნიდან დათვლილია 9 უბნის მონაცემი. 

 

მიღებული ხმები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა: ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება” -22.56%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” – 74.71%;

 

მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმები კი, ასე გამოიყურება: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს” – სამველ პეტროსიანი –73.62% და “ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება” – ნორიკ კარაპეტიანი –23.58%.   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი