ახალი ამბები

ბათუმის #58 უბნის შედეგები

2 ოქტომბერი, 2012 • 1107
ბათუმის #58 უბნის შედეგები

ბათუმის #58 უბანი კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” მოიგო. ამ უბანზე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხმების უმრავლესობა – 542 ხმა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 193 ხმა, “ქრისტიან დემოკრატებმა”  – 23 ხმა, “ლეიბორისტებმა” – 9 ხმა.  

 

ქალაქის მერმა, მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა – რობერტ ჩხაიძემ 200 ხმა მიიღო. ქალაქის მერს 308 ხმით მოუგო “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, მხატვარმა აკაკი ძნელაძემ. მას #58 უბნის 508 ამომრჩეველმა მისცა ხმა. “ქრისტიან დემოკრატების” კანდიდატმა ნიაზ ზოსიძემ 38 ხმა აიღო. ხოლო “ლეიბორისტების” კანდიდატმა დავით რობაქიძემ 11 ხმა.    

 

პარლამენტის პროპორციული არჩევნების შედეგები ამ უბანში ასე გამოიყურება:  კოალიცია “ქართული ოცნება” – 551 ხმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 198 ხმა; ქრისტიან დემოკრატები – 19 ხმა.  

 

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი მურმან დუმბაძე ამ უბანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გიორგი ბარამიძეს 313 ხმით უგებს (მურმან დუმბაძემ –  519 ხმა მიიღო; გიორგი ბარამიძემ – 206 ხმა). ამავე უბანზე 26 ხმა მიიღო ირაკლი ნარაკიძემ, ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარმა კანდიდატმა. ხოლო თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა რამინ პაპიძემ – 16 ხმა დააგროვა.  

 

ბათუმის #58 უბანში 1347 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობა 804 ამომრჩეველმა მიიღო.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი