აზერბაიჯანის ნავთობკომპანია SOCAR-ის ცნობით, დღეს, 27 დეკემბერს, აზერბაიჯანში, დასახლება სანგაჩალთან გამავალ მაგისტრალურ გაზსადენზე გაჩენილი ხანძრის კერა უკვე ჩააქრეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო apa.az-ს SOCAR-იდან აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციითვე, ცეცხლის ჩაქრობის მიზნით გაზსადენის მთავარი ხაზიდან ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულება ალტერნატიულით შეცვალეს.

ინციდენტის შედეგად ბაქოში და სუმგაიტში მოსახლეობა გარკვეული დროით ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *