კვორუმის არარსებობის გამო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა ვერ შედგა.

“კვორუმი არ შედგა და კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას დღეს ვერ მიიღებენ”, – განუცხადეს ჟურნალისტებს პარტიის პრესსამსახურში.

პარტიიდან აზერ სულეიმანოვის გასვლის შემდეგ ენმ-ის პოლიტსაბჭოში 59 წევრი ირიცხება, რაც იმას ნიშავს, რომ კვორუმი 30-ია. პარტიის 27-მა წევრმა (ამ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან აფილირებულმა პოლიტიკოსებმა) დღეს განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ისინი პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობას არ აპირებდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *