ახალი ამბები

‘ოცნება’ რეგიონებში დაფიქსირებულ დარღვევებზე ავრცელებს ინფორმაციას

1 ოქტომბერი, 2012 •
‘ოცნება’ რეგიონებში დაფიქსირებულ დარღვევებზე ავრცელებს ინფორმაციას

“ქართული ოცნების” ინფორმაცია ფოთიდან:

 

არჩევნების დღეს ფოთში ამომრჩეველთა მაქსიმალური  აქტივობა აღინიშნება. ფოთელების  თქმით, არჩევნებზე მსგავსი  აქტივობა საპორტო ქალაქს არ ახსოვს. წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაახლოებით 22 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამჯერად 11 784 ამომრჩეველი უკვე 13 საათისთვის დაფიქსირდა ფოთის 70-ე ოლქში.

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის საარჩევნო  შტაბის ინფორმაციით, ხელისუფლება  ფოთში მაქსიმალურად ცდილობს  არჩევნების შედეგების გაყალბებას და ფსიქოლოგიური ტერორის, დაშინების  და მუქარის გარდა, საარჩევნო  კარუსელებითაც ცდილობს  ნაციონალური მოძრაობისთვის  ხმების მობილიზებას.

 

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ფოთის  საარჩევნო შტაბმა დააფიქსირა სამი მიკროავტობუსი, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის  აქტივისტები საარჩევნო  კარუსელს ატრიალებდნენ და საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები გადაჰყავდათ. დაახლოებით 15 საათისთვისთვის 70-ე ოლქის  მე-9 საარჩევნო უბანზე  ნაციონალური  მოძრაობის აქტივისტებმა  ავტობუსით მიიყვანეს მხარდამჭერები. მე-14 უბანზე კოალიციის წარმომადგენელს პოლიციის გამოძახება დასჭირდა. რაც შეეხება მე-8 საარჩევნო უბანს, ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლის ნაწილს მის ნაცვლად უკვე ხმა მიცემული დახვდათ შესაბამისი ხელმოწერის თანხლებით. კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას შტაბს მიმართა ამომრჩეველმა მანანა დანელიამ და გააპროტესტა ის ფაქტი, რომ საარჩევნო უბანზე მისულს მისი ხმა გაყალბებული დახვდა, ანუ მის ნაცვლად ხმა სხვას ჰქონდა მიცემული.

 

15 საათისათვის ფოთის  საარჩევნო ოლქში არჩევნებზე  უკვე 19429 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც ამომრჩეველთა საერთო  რაოდენობის 46,15%-ია და შეიძლება  ითქვას, ფოთის ამომრჩეველი  საოცრად მაღალ მოქალაქეობრივ  აქტიურობას იჩენს. რაც  შეეხება საჩივრებს, კოალიცია  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების  მიერ ამ დროისთვის უკვე 28 საჩივარი იქნა დაწერილი  კენჭისყრის დროს დაშვებული  დარღვევების გამო. 

 

“ქართული ოცნების” ინფორმაცია ბათუმიდან

 

ბათუმის N66-ე უბნიდან, რომელიც ბათუმის ცირკში მდებარეობს, საპატრულო პოლიციამ უფლებათა დაცვის ცენტრის დამკვირვებელი, ნათელა ბახტაძე წაიყვანა საპატრულო პოლიციაში. პოლიელების თქმით, ამის მიზეზი საპატრულო  პოლიციაში შესული ამომრჩევლის, მოქალაქე ირმა შარაძის ზარი გახდა.  ნათელა ბახტაძის განცხადებით, მოქალაქე ირმა შარაძე N 66 უბანზე ყვირილით შემოვიდა, რის გამოც მან ორჯერ მოსთხოვა ამომრჩეველს პირადობის მოწმობის ჩვენება. ამ ყველაფერს კი შარაძის გაღიზიანება მოჰყვა. ნათელა ბახტაძე ამბობს, რომ ამომრჩეველი იქცეოდა საეჭვოდ, თან ჰქონდა ჩანთა, რომლის დატოვებაც მას კაბინის გარეთ სთხოვეს. ბახტაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს გარემოებები გახდა ამომრჩევლისათვის საპატრულო პოლიციაში დარეკვის მიზეზი.

 

ბათუმის #105 სპეცუბანზე მარკირებაგავლილი 40-ზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ამავე უბნის საარჩევნო კომისიის წევრმა, ბადრი ქადიძემ განაცხადა.

 

ზესტაფონის 51 ოლქის 32 უბანზე კომისიის წევრი კაბინაში შეჰყვა უნარ შეზღუდულს და მის მაგივრად შემოხაზა  5-ანი

 

სამტრედიის 54-ე ოლქის 33-ე უბანზე მასობრივად წინასწარ არის მონიშნული ბიულეტენები ხმის კონტროლის მიზნით.

 

ქუთაისის 59-ე ოლქის უბნებიდან მასობრივად ხდება წარმომადგენლების გაძევება.

 

ქარელის 33-ს ოლქის 18-ს უბანზე ჩვენი წარმომადგენელი ვახტანგ ტეტენაშვილი უბნიდან გაიყვანეს და ამის შემდეგ იგი არ უნახავთ. დავუკავშირდით მის ოჯახს, თუმცა მათ არაფერი არ იცის ვახტანგის ადგილსამყოფელის შესახებ.

 

საგარეჯოს 11 ოლქის  მე-10 უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენები  მიიღო სიაში ხელმოწერების დამოწმების გარეშე.

 

რუსთავის მე-20 ოლქის 86-ე უბანზე ამომრჩეველმა სხვის გრაფაში მოაწერა ხელი და შესაბამისად აიღო ბიულეტენი.

 

ბოლნისში რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა ხმის კონტროლის ფაქტს: 23-ე უბანზე ღიად და დაუფარავად ეწეოდნენ ნაცმოძრაობის დამკვირვებლები აგიტაციას უბანზე და ამომრჩეველს მიუთითებდნენ თუ რომელი ნომერი უნდა შემოეხაზათ. 25-ე უბანზე კი ამომრჩეველს კაბინიდან გამოჰქონდა გახსნილი ბიულეტენი და აჩვენებდა მომდევნო ამომრჩეველს თუ რა შემოხაზა. 22-ე უბანზე ნაცმოძრაობის წევრი აგიტაციას უწევდა ამომრჩეველს და მიუთითებდა 5-ის შემოხაზვისკენ.

 

დუშეთში გამოვლინდა ამგვარი ფაქტი: 28-ე ოლქის 34-ე უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა ავტომობილის  მართვის მოწმობით.

 

გორში 32 ოლქის მე-13 უბანზე რეგისტრატორი არასწორად  ხევდა ბიულეტენს და ისე  ატანდა ამომრჩეველს შემოსახაზად.

 

ზესტაფონში 51-ე ოლქის  მე-6 უბანზე მარკირების სითხე  იყო ფალსიფიცირებული.

 

შემაშფოთებელი ფაქტი  დაფიქსირდა ზუგდიდში, კერძოდ, 67-ე ოლქის 65-ე უბანზე, სადაც  ამომრჩეველს დაურიგეს პირადობის  მოწმობები.

 

კასპში დაუდგენელ პირებს ავტომანქანით გადაჰქონდათ  ბიულეტენები, რაც გამოავლინა ინფო9-ის გადამღებმა ჯგუფმა და ეს ფაქტი არის დაფიქსირებული.

 

რაც შეეხება  ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერის,  ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს “ქართული ოცნების” ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლუკა კურტანიძემ აქტივისტებთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” 2 მხარდამჭერი სასტიკადსცემა, – “ეს  არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია”, – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”:

 

“ლუკა კურტანიძე მართლაც მივიდა სოფელ ცოდნისკარში, მე-8 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, რადგან ჰქონდა ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების შესახებ, თუმცა არანაირ დაპირისპირებას და ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.  როგორც ჩანს ხელისუფლებამ არ დარღვევების დამალვა და გადაფარვა მორიგი პროვოკაციით სცადა.”

 

ქუთაისში კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის 6 წარმომადგენელი დააკავეს.  შტაბის ხელმძღვანელის ზაზა მეთაფლიშვილის განცხადებით, დაკავებულები არიან საორგანიზაციო ჯგუფის წევრები – დიტო სამხარაძე, მამუკა ახალაია, გიორგი დალაქიშვილი, გიორგი ნავროზაშვილი, დავით დათუნიშვილი და დავით ქომეთიანი.  არსებული ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევა. თუმცა როგორც “ქართული ოცნების” შტაბში აცხადებენ, ეს ახალგაზრდები უბრალოდ აკვირდებოდნენ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიას, რათა არმომხდარიყო რაიმე ინციდენტი და მათ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ პოლიციელების მიმართ.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხარაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ, სადაც მას ბრალს წაუყენებენ. 

 

ხაშურში 4-ე საარჩევნო  უბანზე  თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს არჩილ გოგოლაძეს, მას ფიზიკურად  გაუსწორდნენ და თავი აქვს გატეხილი. თვითმხილველების  განცხადებით ყველაფერს  ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის  და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ვახტანგ ბალავაძე, პოლიციას, იმის მაგივრად, რომ  აღეკვეთა ეს დანაშაული,   შემოარტყა თავდამსხმელებს და  რიგით მოქალაქეებსაც  არ მისცა იმის უფლება, რომ  მიშველებოდნენ არჩილ გოგოლაძეს.

 

ახალქალაქშიც  დაფიქსირდა ფიზიკური ანგარისწორების  ფაქტი.  შემოვიდა ინფორმაცია, რომ  სოფელ ბაჩიანის 25-ე  უბნზე, კომისიის წვერები  იმყოფებოდნენ არაფხიზელ  მდგომარეობაში, მათ შორის  კომისიის თავმჯდომარე  თავს დაესხა სტუდუა „ჯი-ენ-ესის“  გადამღებ ჯგუფს, რის შემდეგაც  ასევე ფიზიკურად გაუსწორდა  „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსაც. აღსანისნავია, რომ კომისიის  ტავმჯდომარეს არ ეცვა  კანონით სავალდებულო საიდენტიფიკაციო ტანსაცმელი. ამჟამად ერთ საატზე მეტია ეს უბანი დახურულია და იქ იმყოფება  პატრული, მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.

 

დაფიქსირდა “ოცნების” მხარდამჭერის გატაცების  ფაქტი – გუჯა ჯაფარიძე, რომელიც გახლდათ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ციხის ცნობილი კადრების შემდეგ დატოვა სამსახური და მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“.  მისი სიდედრი ლალი ციხელაშვილი, გახლავთ ბოლნისის ერთერთი ზონის კოორდინატორი. გუჯა ჯაფარიძე  წავიდა სიდედრის მოსანახულებლად და მას შემდეგ, რაც გამოვიდა მისი ოფისიდან, დახვდა 2 შავი ფერის ჯიპი, ძალით ჩასვევს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამ  დრომდე  გაურკევველია გოჩა ჯაფარიძის ადგილსამყოფელი.

 

“ქარელში დააკავეს ჩვენი წარმომადგენელი ვახტანგ პერუნაშილი. უწყებათაშორისმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეს პირი დააკავეს მართვის მოწმობის არქონის გამო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევის შემთხვევაში გათვალისიწნებულია ჯარიმა და არა დაკავება”,- აცხადებენ “ოცნებაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი