ნეტგაზეთი | ბაქოში “მუსლიმური ერთობის” ლიდერს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ ბაქოში “მუსლიმური ერთობის” ლიდერს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ – Netgazeti
RU | GE  

ბაქოში “მუსლიმური ერთობის” ლიდერს შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

ბაქოში “მუსლიმური ერთიანობის” ლიდერისთვის, თალეხ ბაგირზადესთვის პროკურორი ნასირ ბაირამოვი სამუდამო პატიმრობას ითხოვს. ნარდარანის საქმეზე დაკავებული დანარჩენი 17 ბრალდებულისთვის კი – თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადებით.

შემდეგი სასამართლო სხდომა 2017 წლის 9 იანვარს დანიშნეს.

“მუსლიმური ერთობა” 2015 წლის იანვარში დაფუძნდა. ოფიციალური ბაქოს ცნობით, მოძრაობა “მუსლიმების ერთობა” იმისთვის შექმნეს, რათა “დაემხოთ მოქმედი კონსტიტუციური წყობა, ხელში ჩაეგდოთ ხელისუფლება და შეექმნათ რელიგიური სახელმწიფო, რომელიც იმართებოდა შარიათის კანონებით”. ასევე, ოფიციალური ინფორმაციით. აღნიშული პირები “აგროვებდნენ მომხრეებს ბაქოსა და აზერბაიჯანის რეგიონებში და აყალიბებდნენ დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი მოწყობილობებით”.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2015 წლის 26 ნოემბერს, აზერბაიჯანში, ნარდარანში სპეცოპერაციის დროს ძალოვნებმა 14 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, მოძრაობა “მუსლიმური ერთობის” ლიდერი თალეხ ბაგირზადე. ეს პროცესები გახდა მიზეზი იმ არეულობებისა, რომლის დროსაც 7 ადამიანი მოკლეს. თავად ბაგირზადეს ბრალი ედება განზრახ მკველობაში, ტერორიზმში, მასობრივი არეულობების ორგანიზებაში. თალეხ ბაგირზადე და სხვა 17 ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ჩვენებები წამების შედეგად მისცეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულები სამუშაო ჯგუფმა აზერბაიჯანში, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანელი უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები, ჟურნალისტები და იურისტები შედიან, ქვეყანაში პოლიტიპატიმართა განახლებულ სიაში შეიყვანა.

თალეხ ბაგირზადე; ფოტო: azeri.sahartv.ir

თალეხ ბაგირზადე; ფოტო: azeri.sahartv.ir

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი