ახალი ამბები

საია რამდენიმე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს

1 ოქტომბერი, 2012 •
საია რამდენიმე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს

საია იმ საარჩევნო უბნების თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცათ, რადგან ხმა მათ მისვლამდე ყალბი პირადობს მოწმობებით სხვა პირებს ჰქონდათ მიცეული – ამის შესახებ „ბათუმელებს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის წარმომადგენელმა, ნინო ტავლალაშვილმა განუცხადა. 

 

 

ყალბი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შემთხვევებმა ბათუმში ბოლო საათებია  იმატა.  ბათუმის N23 უბანზე ამ დროისათვის შვიდი საჩივარია ამომრჩევლებმა: კახა სურმანიძემ,  ზაზა მაკბანიანმა, ლაშა ბოლქვაძემ და ალექსანდრე ტარიელაძემ არჩევნებში მონაწლეობა ვერ მიიღეს, რადგან, მათ ნაცვლად უკვე სხვას ჰქონდა ხმა მიცემული. უბანზე შვიდივე საჩივარი აღნიშნულ ფაქტებს ეხება. 

 

ასევე,  ბათუმის N58 – ე უბანზე მისულ ამომრჩეველს,მიხეილ გაბაიძეს ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა. სააარჩევნო უბანში ამავე სახელი და გვარით 12 საათამდე იყო გამოცხადებული პირი და მიცემული ჰქონდა ხმა.   

 

 იგივე პრობლემაზე საუბრობენ „ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიის წარმომადგენლები. მათი თქმით, ბათუმის N17-ე, N 20-ე, N 22- ე და N 23 – ე საარჩევნო უბნებზე ათამდე ამომრჩეველს ხმა მიცემული დახვდათ. 

 

ამ თემაზე გამართა ბრიფინგი „ქართულ ოცნებაშიც”.  „ქართული ოცნების” წარმომადგენლების თქმით, ბათუმის N12-ე უბანზე ვინმე ირაკლი თავბერიძე ყალბი პასპორტით ცდილობდა ხმის მიცემას, მაგრამ გამოვლენის შემდეგ იგი უბნიდან გაიქცა. 

N 22- ე უბანზე კი ამომრჩეველ ედნარ მიქელაძეს ხმა მის ნაცვლად სხვამ მისცა. ერთიან სიაში ასევე გაყალბებული იყო ალექსანდრე ტარიელაძის ხელმოწერა და ამომრჩეველმა ხმა დაკარგა, იგივე მოხდა N 32- ე უბანზე, სადაც ორი ამომრჩევლის ნაცვლად სხვას ჰქონდა ხმა მიცემული.

N 9-ე საარჩევნო უბანზე კი დემოკრატიის და ბიზნესის განვითარების ცენტრის დამკვირვებლის, მარიამ ხუხუნაიშვილის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ყალბი პასპორტებით ხმის მიცემას. ფრიდონ სურნამიძემ და დავით სვინტრაძემ ორჯერ მისცეს ხმა. ამავე უბანზე ასევე გამოვლინდა ფაქტი, როცა ამომრჩეველმა ზურაბ ართმელაძემ პირადობის მოწმობით მისცა ხმა და იგივე პირი რამოდენიმე ხმის შემდეგ მობრუნდა და უკვე საზღვარგარეთის პასპორტით აპირებდა ხმის მიცემას, თუმცა დამკვირვებლებმა ამის უფლება არ მისცეს.

N 52 უბანზე ამომრჩეველ სერგო ტუსკიამ ვერ შეძლო ხმის მიცემა, აღმოჩნდა, რომ მის ნაცვლად ხმა სხვა პირმა მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი