როგორც ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, როდესაც ყუთი მოიტანეს, ზედ სკოჩი არ იყო გადაკრული, რის გამომოც საჩივარი დაიწერა. მისივე განმარტებით, კომისიის წევრებმა ბიულეტინების რაოდენობა რაც წაიღეს, იმდენივე მოიტანეს და კონვერტების რაოდენობაც დაემთხვა.
ნეტგაზეთმა საჩივრების წიგნაკიდან საჩივრის ავტორზე ინფორმაცია ითხოვა, რამაც მოსაჩივრე ილონა იდაძის გაღიზიანება გამოიწვია. კომენტარის გაკეთებაზე კი უარი განაცხადა.