“სამოქალაქო პირების კოჯრის სამხედრო ბაზაზე არსებობის შესახებ გადავამოწმეთ ინფორმაცია და რაც მოვიკვლიეთ, არის ის, რომ სამოქალაქო პირები, რომლებიც შედიან იქ, ხმას არ აძლევენ. ხმას აძლევენ მხოლოდ სპეციალურ სიებში ჩაწერილი სამხედრო მოსამსახურეები. სადამკვირვებლო ორგანიზაციები იმყოფებიან უბანზე, მე ვფიქრობ, რომ თუ რაიმე დარღვევები მოხდება, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ”, – აღნიშნა ცესკო–ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა.
“ცესკო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას თავი შეიკავონ გამარჯვებულის გამოცხადებისაგან კენჭისყრის დასრულებამდე, ასევე შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე აკრძალულია “ეგზიტ პოლების” გამოქვეყნება”, – განაცხადა აზარაშვილმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.