“ცდილობენ რაღაცეებს, მაგრამ არ გამოსდით, ახლა აქ ვდგავართ იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანად წარიმართოს”– ამბობს “ქართული ოცნების” დამკვირვებელი.
24–ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხათუნა ქოთლაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს:
“ამომრჩეველთა ნაკადი არ წყდება. 16:00 საათისთვის უბანზე 650–მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. უბანზე სულ 1412 ამომრჩევლია რეგისტრირებული.”
საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს ჩუღურეთის ოლქის მე–2 საარჩევნო უბანზეც. უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნინო ჩიქოვანის ინფორმაციით, უბანზე 1221 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში 16:00 საათისთვის მონაწილეობა 500 ამომრჩეველმა მიიღო.
ჩუღურეთის ოლქის 24–ე და მე–2 უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.