ახალი ამბები

დამკვირვებელი საპატრულო პოლიციიდან საარჩევნო უბანზე დაბრუნდა

1 ოქტომბერი, 2012 •
დამკვირვებელი საპატრულო პოლიციიდან საარჩევნო უბანზე დაბრუნდა

დამკვირვებელი ნათელა ბახტაძე ბათუმის N 66 -ე  საარჩევნო უბანს დაუბრუნდა. დაახლოებით ერთი საათის წინ საპატრულო პოლიციამ იგი მოქალაქე შარაძის განცხადების საფუძველზე წაიყვანა დასაკითხად.

 საპატრულო პოლიციაში ადვოკატის გარეშე ნათელა ბახტაძე დაახლოებით 40 წუთს განმავლობაში იმყოფებოდა. ნათელა ბახტაძის განცხადებით საპატრულო პოლიციამ ის მოქალაქე შარაძესთან დააპირისპირა და დაკითხა. პოლიციამ ორივე ვერსია მოისმინა და ამის შემდეგ იგი გაათავისუფლეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი