თელასის კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი გაძვირდა

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანიის (სემეკი) დღევანდელი გადაწყვეტილებით, თელასის კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზარდა.

კერძოდ, 110-35 კვ 0.446 თეთრით გაიზარდა და 12.324 თეთრი შეადგინა. 10-6-3.3 კვ-ს შემთხვევაში 0.035-იანი ზრდა დაფიქსირდა და 12.981 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება 0.4 კვ ელექტროენერგიას, კომერციული მომხმარებლებისთვის ამ სეგმენტში ტარიფი არ იცვლება და კვლავ 16.740 თეთრი იქნება.

თელასი არ ცვლის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ელექტრენერგიის ტარიფს. შესაბამისად, 0-101 კვტ.სთ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი კვლავაც 11 თეთრი იქნება. 101-დან 301 კვტ.სთ მომხმარებლებისთვის – 14.400 თეთრი, ხოლო 301 კვსტზე მეტისთვის- 18.200 თეთრი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია დღევანდელ საჯარო სხდომაზე განიხილავს ენერგო პრო ჯორჯიას მიერ წარმოდგენილ ტარიფებსაც.
სამომხმარებლო ტარიფების გადახედვამდე, გასულ კვირაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ თბო და ჰიდროელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები განიხილა. კომისიის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაიზარდა, ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში კი ტარიფი შემცირდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.