“ქართული ოცნების” ქუთაისის შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ე.წ. კარუსელის გათამაშება დაიწყო.
მათი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა გორის დასახლებაში #38 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით მიიყვანეს და ხმის მიცემის შემდეგ უკან წაიყვანეს.
კოალიციის შტაბის წევრებმა “ნეტგაზეთს” მათ მიერ გადაღებული ვიდეომასალა მიაწოდეს. კოალიციის ცნობით, მძღოლი „ოცნების“ აქტივისტს ეუბნება, რომ ხალხის გადაყვანის ბრძანება მერიიდან მიიღო.
აღნიშნულ კადრებში უცნობი ქალბატრონი გადამღებ ჯგუფს ეუბნება, რომ ის საარჩევნო კომისიის წევრია და ამიტომ აქვს ამომრჩეველთა სია.