ახალი ამბები

მასშტაბური ევაკუაცია გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის გამო

25 დეკემბერი, 2016 • 2003
მასშტაბური ევაკუაცია გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის გამო

დღეს დილით გერმანიის ქალაქ აუგსბურგში 50 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქალაქში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. ამ ომის დასრულების შემდეგ ეს გერმანიაში პირველი ასეთი მასშტაბური ევაკუაციაა.

“გარდიანის” ცნობით, ბომბი აღმოჩენილი იქნა გასულ კვირას, სამშენებლო სამუშაოების დროს ქალაქის ისტორიულ ნაწილში. პოლიციის ცნობით, შობადღე საუკეთესო იყო აღნიშნულ ზონაში ბომბის განაღმვისთვის, რადგან დასვენების დღეა, ნაკლები მანქანა მოძრაობს და ხალხსაც შეუძლია დღესასწაული ნათესავების სახლში გაატარონ.

BBC–ის ინფორმაციით, პოლიცია ახორციელებს უკლებლივ ყველას ევაკუაციას, ვინც ბომბიდან 1.5 კმ–ის რადიუსში ცხოვრობს. ბომბის 1944 წლის დროინდელია, როცა აუგსბურგზე ავიაიერიშები განხორციელდა.

მასობრივი ევაკუაცია აუგსბურგში. ფოტო: EPA/TOBIAS HASE

მასობრივი ევაკუაცია აუგსბურგში. ფოტო: EPA/TOBIAS HASE

მასალების გადაბეჭდვის წესი