ახალი ამბები

ბათუმში ყალბი პირადობის მოწმობები გამოჩნდა

1 ოქტომბერი, 2012 •
ბათუმში ყალბი პირადობის მოწმობები გამოჩნდა

ინციდენტი მოხდა ბათუმშის მე-12 უბანზე, სადაც 1359 ამომრჩეველია და უბანზე მიღებულია 1200 ბიულეტენი. ამომრჩეველი მანუჩარ მიქელაძე უბანზე  ხმის მისაცემად გამოცხადდა, მოგვიანებით ამავე უბანზე სხვა პიროვნება გამოცხადდა ამავე სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობით და  როცა გაიგო, რომ ხმა უკვე მიცემული იყო, გააპროტესტა, რომ მას ხმა გაუყალბეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახეს, იგი  უბნიდან მოულოდნელად გაიქცა.  

 

ყალბი პირადობის მოწმობები გამოჩნდა ასევე ბათუმის N 23 – ე უბანზე, სადაც ორი ამომრჩეველი გაბრუნდა უკან იმ მიზეზით, რომ მათ ნაცვლად უკვე ხმა სხვებს ჰქონდათ მიცემული.  

მასალების გადაბეჭდვის წესი