ახალი ამბები

აჭარაში 71 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა

1 ოქტომბერი, 2012 •
აჭარაში 71 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  (უსკო)  აცხადებენ, ბოლო მონაცემებით აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა 71 123 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  23 პროცენტია.   

 

ბათუმში ხმა მისცა  30 967 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 23 პროცენტია. 

ქობულეთში 16 551 ამომრჩეველი იყო უკვე საარჩევნო უნაბზე – 23 პროცენტი. 

შუახევში  3 263 ამომრჩეველმა მისცა ხმა -21, 5 პროცენტი. 

ხულოში 5 194 ამომრჩეველი იყო მისული საარჩევნო უბანზე –  21, 4 პროცენტი. 

ხელვაჩაურში  11 138  ადამიანმა გააკეთა პოლიტიკური არჩევანი – 23  პროცენტი. 

ქედაში კი  4 010 ამომრჩეველი, საერთო რაოდენობის 25 პროცენტი იყო უკვე იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. 

 

 

უსკოში აცხადებენ, რომ სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია,  ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია და ჯერ-ჯერობით მათთან საჩივრები არ შესულა. 

უსკოში ჯერ  არა  აქვთ სპეც. უბნების მონაცემები. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი