ახალი ამბები

რიჩარდ ნორლანდი: დღევანდელი არჩევნების შედეგი დამოკიდებულია თითოეული ქართველის ხმაზე

1 ოქტომბერი, 2012 •
რიჩარდ ნორლანდი: დღევანდელი არჩევნების შედეგი დამოკიდებულია თითოეული ქართველის ხმაზე

რიჩარდ ნოლანდი მედიაცენტრს ესტუმრა
რიჩარდ ნოლანდი მედიაცენტრს ესტუმრა

“განცხადებებისა და პროგნოზების დიდი რიცხვის მიუხედავად, წინასწარ არავინ იცის, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი არჩევნები. დღევანდელი არჩევნების შედეგი დამოკიდებულია თითოეული ქართველის ხმაზე. ჩვენ, როგორც დამკვირვებლებს, თხოვნით მოგვმართეს, რათა განვახორციელოთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შეტყობინება გავაკეთოთ ნებისმიერი დარღვევების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ადგილი არ ექნება დარღვევებს, მაგრამ თუ ისინი მოხდება, ჩვენ განვაცხადებთ მოცემული დარღვევების შესახებ, განურჩევლად იმისა, თუ ვის მიერ იქნება ისინი დაშვებული”, – აცხადებს ნორლანდი.

 

მისი თქმით, ყველას სურვილია, მიღწეული იქნას არჩევნების სარწმუნო შედეგები:

 

“ყველა მხარის ლიდერმა განგვიცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ ამ სარწმუნო პროცესის შედეგებს და აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, რათა მათაც ასევე პატივი სცენ მოცემულ შედეგებს. ჩვენ ამას მოველით, ამას მოელის და იმსახურებს ქართველი ხალხი. 

 

ყველა შედეგის დათვლისა და ნებისმიერი სირთულის სათანადო შეფასების დროს საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნების, ნდობისა და მოთმინებისაკენ მოვუწოდებთ.  

 

ქართველები უნდა ამაყობდნენ  ამ დღით.  საერთაშორისო საზოგადოება კვლავინდებურად საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაში”, – აცხადებს ნორლანდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი