ახალი ამბები

#34 უბანზე ამომრჩეველთა მიღება ნელი ტემპით მიმდინარეობს

1 ოქტომბერი, 2012 •
#34 უბანზე ამომრჩეველთა მიღება ნელი ტემპით მიმდინარეობს

გახსნიდან 2 საათში, 10 საათის მონაცემებით #34 უბანზე 114 ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული ხმა, 12 საათისთვის ეს რიცხვი 304–მდე გაიზარდა. უბანზე 2 საათში დაახლოებით 150 კაცს ეძლევა ხმის მიცემის საშუალება, ამის მიხედვით 20:00 საათამდე ამომრჩეველთა სრული რაოდენობა ხმის მიცემას ვერ მოასწრებს.

 

უბანზე 5 რეგისტრატორი მუშაობს, აქტივობა საკმაოდ მაღალია, მოქალაქეებს დაახლოებით ნახევარი საათი რიგში დგომა უწევთ.

 

#34 უბანკზე კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთ კაბინაში რამდენიმე ადამიანი ერთდროულად შედის, თუმცა ამ მხრიც არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი