არჩევნებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ხუთ რეგიონში – სამცხე–ჯავახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, კახეთსა და მეცხეთა–მთიანეთში “მრავალეროვანი საქართველოს” 400–მეტი დამკვირვებელი აკვირდება. “მრვავალეროვანი საქართველოს” ცნობით, ტექნიკური პრობლემის გამო ორგანიზაციის დამკვირვებლების ს20%–მდე ვერ ახორციელებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას.
“მრავალეროვანი საქართველოს” ცნობით, გარდაბნის ოლქის 40–ე უბანზე ბეჭედს არ ჰქონდა შესაბამი ნომერი. დამკვირვებელთა მოთხოვნით, კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლების მოთხოვნით უბანზე ხმის მიცემა შეწყვეტილია და იქ ელოდებიან ვარგისი ბეჭდის მიტანას.
ამავე ორგანიზციის ცნობით, ბოლნისის 23–ე ოლქის 49–ე უბანზე დაირღვა წილისყრის პროცედურა, 8:30 საათზე კომისია არ იყო მზად ამომრჩევლის მისაღებად, ნაკვეთური არ გაუკეთდა კომისიის ბეჭედს, კაბინაში შედიოდა ერთზე მეტი ადამიანი, არ დაილუქა გადასატანი საარჩევნო ყუთი. აღნიშნული გააპროტესტა დამკვირვებელმა, რის შმედეგაც, გადასატანი ყუთით კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა.
“მრავალეროვანი საქართველოს” ინფორმაციით, გარდაბნის ერთ–ერთ უბანზე, დამკვირვებლებს არ უშვებდნენ, რაც ხანგრძლივი დავის შედეგად გამოსწორდა, საგარეჯოს 46–ე უბანზე კი კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრის გარეშე გადანაწილდა.
ამავე ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, დმანისის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ იყო ჩაგდებული, რის გამოც, დამკვირვებლების მოთხოვნით, ხმის მიცემა დროებით შეწყდა და ყუთში საკონტროლო ფურცლის მოთავსების შემდეგ ხმის მიცემა კვლავ გაგრძელდა.
“მრავალეროვანი საქართველო” ასევე ავრცელებს განცხადებას, რომ ახალქალაქის 37-ე უბანზე კენჭისყრის ოთახში იმყოფებოდა დაცვის პოლიცია, საგარეჯოს 45-ე უბანზე არ ხდებოდა მარკირება, ახმეტაში სოფლის რწმუნებული ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე, ბოლნისში ერთ უბანზე კი ერთიდაიგივე პირები ცდილობდნენ განმეორებით მიეცათ ხმა, ასევე, საარჩევნო კომისიის წევრები გამოირჩეოდნენ დაბალი პროფესიული მომზადების დონით, მარნეულის რამდენიმე უბანზე მიიტანეს ნაკლები რაოდენობის ბიულეტენები, ნაკლები ბიულეტენები მიიტანეს ბოლნისსა და ახალქალაქშიც. ბოლნისში, ასევე, ფიქსირდება ერთ კაბინაში ერთზე მეტი პირის შესვლა ხმის მისაცემად.