ახალი ამბები

ცესკო: 10 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10,3%–მა

1 ოქტომბერი, 2012 •
ცესკო: 10 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10,3%–მა

მან ასევე ამ დროისთვის დარღვევის ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება.

“რუმინეთში ბუქარესტის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 24 ამომრჩეველი. თუმცა, აქ ჩაიშალა საარჩევნო პროცესი. კომისიის 7 წევრიდან 2 წევრი ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა და ჩაიშალა საარჩევნო პროცესი.

რუსთავის ოლქის მე–16 უბნის თავმჯდომარეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი ვეღარ ასრულებს მოვალეობას და მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. კენჭისყრა მიმდიანრეობს ჩვეულ რეჟიმში.

მარტვილის ოლქის მე–3 უბანზე გაიტაცეს გადასატანი სია, ამ წუთებისთვის სია უკვე დაბრუნებულია და საქმეს იძიებს პოლიცია. 

საჩხერის საარჩევნო ოლქის 25–ე და 53–ე უბანზე რეგისტრატორის ბეჭედი იყო ნომრით 25. ჩვენ ვიცით ამ ფაქტის შესახებ, კენჭისყრა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. კომისია იმსჯელებს ამ საკითხზე, თუ რა გავლენას მოახდენს ეს კონკრეტული ფაქტი შედეგებზე.

სხვადასხვა მედია–საშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსებობს განსხვავება ამომრჩევლების რაოდენობასა და ბიულეტინების რაოდენობას შორის. ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ზოგიერთ ამომრჩეველს ამომრჩეცველთა ერთიან სიაში აქვთ მინაწერი, ანუ სტატუსი, იმყოფება საზღვარგარეთ, ან არის სამხედრო სამსახურში, არის პატიმარი და ა.შ. ამიტომ იქნება გარკვეული სხვაობა ამომრჩეველთა რაოდენობასა და ბიულეტინების რაოდენობას შორის”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი