ახალი ამბები

პუტინი აშშ-ში კიბერთავდასხმებზე: დამარცხებულები დამნაშავეებს სხვაგან ეძებენ

23 დეკემბერი, 2016 • 2765
პუტინი აშშ-ში კიბერთავდასხმებზე: დამარცხებულები დამნაშავეებს სხვაგან ეძებენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარყოფს აშშ-ის ბრალდებებს საპრეზიდენტო არჩევნების დროს კიბერშეტევებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ დამარცხებული მხარე ყოველთვის ცდილობს ბრალი დასდოს სხვას თავის წარუმატებლობაში. განცხადება ამის შესახებ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

BBC-ის რეპორტიორის კითხვაზე, რა უპასუხა მან აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მაშინ, როდესაც ობამამ სთხოვა რუსეთს, შეეწყვიტა ჰაკერული თავდასხმები დემოკრატიულ პარტიაზე, პუტინმა განაცხადა, რომ პირად საუბრებს სხვა მხარეებთან არ განიხილავს და დეტალებს არ გაახმიანებს.

“დამარცხებულები (Losers) ყოველთვის ცდილობენ იპოვონ გზები, რომ დამარცხება სხვას დააბრალონ. მათ ყოველთვის ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ვთქვათ, რომ ვიღაცებმა დაჰაკეს დემოკრატების მეილები. როგორც ტრამპი ამბობს: “ვინ იცის, ეს ვინ გააკეთა? იქნებს ეს არის ვიღაც ბიჭი თავის დივანზე, რომელმაც ეს გააკეთა?” – აცხადებს პუტინი და ამბობს, რომ სიმართლე დადგინდება.

რუსეთი პრეზიდენტის თქმით, რომ დემოკრატები ჰილარი კლინტონის დასახმარებლად მანიპულაციას ეწეოდნენ. იგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ არიან ჰაკერები, არამედ ის, თუ რა ინფორმაციაა მეილებში.

ობამა კი პირობას დებს, რომ საკადრისი პასუხი გაეცემა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევის მცდელობას. რუსულ მხარეს ბრალად სდებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დემოკრატიულ პარტიაზე კიბერშეტევებს ახორციელებდნენ, რასაც კრემლი მკაცრად უარყოფს.

ასევე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბრალდებებს სასაცილოს უწოდებს. სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნები კი ირწმუნებიან, რომ ჰაკერულ თავდასხმებს თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი